მისია და მიზნები

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს საქართველოში დაამკვიდროს სამართლის მეცნიერული კვლევის ისეთი სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დამოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, პროფესიული ეთიკის გამყარებას და საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.

ინსტიტუტის მიზნებია:

  • საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა;
  • სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
  • ტრენიგების, კონფერენციების, ლექცია–სემინარების, სასწავლო–მეთოდური, სამეცნიერო–მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება;
  • სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო და რეგიონალური მაშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება;
  • შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
  • სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება;
  • პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღ¬ვანე¬ლო¬ები, სამეცნიერო ჟურნალები);
  • სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციები

პარტნიორები